გურიის მოამბე

აშშ-ს ხუთი პრეზიდენტი ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიაზე

შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის, დაკრძალვას აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ესწრებოდა.

შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის, დაკრძალვა ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

კარტერის დაკრძალვას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტები ელ გორი (ბილ კლინტონის პერიოდში), მაიკ პენსი (ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში) და ჯეიდი ვენსი (ტრამპის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში), ისევე როგორც უმაღლესი სასამართლოს ორი მოსამართლე, წარმომადგენელთა პალატის ლიდერები რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი და დემოკრატი ჰაკიმ ჯეფრისი, ასევე, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share