გურიის მოამბე

ჯო უილსონი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. აუდიენცია “ჰადსონის უნივერსიტეტში” გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

შეხვედრაზე იმყოფებოდა “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი.

ასევე, შეხვედრას დისტანციურად, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

საქართველოს მოქალაქეებმა პარტნიორებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ოლიგარქი ივანიშვილის რუსული გეგმების შესახებ და სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება მოითხოვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share