აზერბაიჯანი: “გაზის უზარმაზარი მარაგი გვაქვს, შეგვიძლია ევროპას დიდი ხნით მივაწოდოთ”

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, კასპიის ზღვაში მათი საბადოების მარაგი 2,6 ტრილიონია, რაც საკმარისია თურქეთისა და ევროპის დიდი ხნით მომარაგებისთვის:

„აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2,6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას, თურქეთს და ევროპას დიდი ხნით მივაწოდოთ გაზი“ – განაცხადა ანტალიაში მიმდინარე ფორუმზე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანს არ შეუძლია სწრაფად გაზარდოს გაზის მიწოდება ევროპაში, ისევე როგორც ეს გააკეთა თურქეთისთვის და ამისთვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share