გურიის მოამბე

კალაძის თანაგუნდელი, რომლის შვილი აქციაზე დააკავეს, ამ დრომდე დუმს

“ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელი, რომლის შვილი, ანუკი ჩრდილელი დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს, ამ დრომდე დუმს.

დაკავებულის მეგობარი ამბობს, რომ პოლიციამ ოპერასთან მდგომი ანუკი ჩრდილელი სრულიად არაფრის გამო დააკავა და ოთარ ჩრდილელს მიმართავს კითხვით, თუ რას აპირებს.

”რაც შეეხება ერთ-ერთ ჩემ მეგობარს, ანუკი ჩრდილელს, რომელიც არის ერთ-ერთი “ქოცი” მაღალჩინოსნის შვილი, ოთარ ჩრდილელის, რომელიც გუშინ ან გუშინწინ საკრებულოს სიის მე-10 ნომრად დაასახელა “ქართულმა ოცნებამ”, დღეს ანუკი სრულიად არაფრის გამო, გულწრფელად ვამბობ, ჩვენი მეგობრები რომ დააკავეს მე და ანუკი ვიდექით გვერდიგვერდ ერთმანეთს ველაპარკებოდით, ტროტუარზე ოპერასთან, მოკიდეს ხელი და ჩატენეს მანქანაში. ესეც ძალიან მშვიდად გაყვა. 

ბატონ ოთარს მინდა მივმართო, საერთოდ რას ფიქრობს და რა უნდა, როგორ აპირებს ესე ცხოვრების გაგრძელებას. უბრალოდ მინდა იცოდეს, რომ რამდენიმე წუთის წინ მისი შვილი სრულიად არაფრის გამო იმ პოლიციამ დააკავა, რომელსაც იცავს,” – განაცხადა დაკავებულის მეგობარმა. 

ცნობისთვის, დღეს, აქციაზე პოლიციამ 23 აქტივისტი დააკავა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights