გურიის მოამბე

გავრცელებული ინფორმაციით, მელიქიშვილზე, ჟურნალისტი სცემეს

გავრცელებული ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან, ჟურნალისიტი სცემეს.

მოქალაქეებმა დაშავებული ჟურნალისტი ხელით გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი ჯერ არ მისულა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მოქალაქეებს კახა კალაძის შტაბიდან ბოთლებსაც ესროდნენ.

პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights