გურიის მოამბე

“ოცნების” პარტაქტივი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა – დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე

“ოცნების” პარტაქტივი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა, დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, მელიქიშვილის გამზირზე, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მოქალაქეებს კახა კალაძის შტაბიდან ბოთლებსაც ესროდნენ.

პოლიცია “ოცნების” პარტაქტივს ამ დრომდე არ აკავებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ მივიდა მიუხედავად იმისა, რომ აქცია წინასწარ იყო დაანონსებული.

[ფოტო: protest24]

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights