„რაც გუშინ ხდებოდა ყოვლად მიუღებელია, ეგ არის დაუსჯელობის სინდრომი. საწყენი და სამარცხვინოა, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, როდესაც პოლიციასთან ერთ მეტრში დანაშაული ხდება და ამაზე რეაგირება არ არის. ეს საწყენიცაა და საშიშიც. ეს არ არის ვინ ვისი მომხრეა, საშიშია ეს ყველაფერი და კარგით არაფრით დამთავრდება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისკენაა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს; პოლიციამაც, სასამართლომაც, პოლიტიკოსებმაც, სპორტსმენებმაც და ა.შ. უსამართლობას რომ ვხედავ, მაგაზე შემტკივა გული და ამიტომ ვდგავარ მე აქ“ | განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ TV პირველთან კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციიდან.