დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მისი მოთმინება ეწურება – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა Fox News-ის ეთერში გამოსვლისას ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკის სურს სამშვიდობო მოლაპარაკებები, თუმცა გაურკვეველია პუტინს სურს თუ არა.
„ახლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ეს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, გაურკვეველია, სურს თუ არა…
ჩემი მოთმინება მგონი უკვე იწურება, და სწრაფად იწურება. როდესაც პუტინს უნდოდა ეს – ზელენსკის არ უნდოდა. როდესაც ზელენსკის უნდოდა – პუტინს არ უნდოდა…
ძალიან, ძალიან მტკიცედ მოქმედება მოგვიწევს”, – განაცხადა ტრამპმა.