გურიის მოამბე

ძალიან ვუფრთხილდები იმ პატივისცემასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩემ მიმართ აქვთ – კალაძე

ძალიან ვუფრთხილდები იმ პატივისცემასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩემ მიმართ აქვთ – ამის შესახებ  კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი ირწმუნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით მოქალაქეს ხვდება, რომელთაგანაც მხარდაჭერასა და პატივისცემას გრძნობს.

„წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას და ხედავთ, როგორია იმ რიგითი მოქალაქეების განწყობა, ვისაც მშვიდობის შენარჩუნება უნდა, ვისაც ქალაქის განვითარება უხარია, ვისაც უხარია ქვეყნის აღმშენებლობა. როგორ არ უნდა გინდოდეს და გიხაროდეს, რომ შენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს?! მადლობელი ვარ თითოეული თბილისელის. ყოველდღე ათასობით ადამიანს ვხვდები და შემთხვევითი არ არის, თუნდაც ის მხარდაჭერა, რომელიც პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს და ასევე, რომელიც ჩემი მისამართით არის. ძალიან მახარებს ეს დამოკიდებულება, ეს პატივისცემა და სიყვარული, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს. ამას ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ, რადგან ჩემი თანამოქალაქეების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. შესაბამისად, ძალიან საინტერესო და ქალაქზე ორიენტირებული პროექტები გვაქვს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ.

ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს ვესაუბრებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე. ოპოზიციის წარმომადგენლები კი კეტავენ ქუჩებს, აგინებენ და ლანძღავენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights