ლევან იოსელიანს აქტივისტების სიმღერა “ოლე ოლა” არ მოსწონს – სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს სიმღერა “ბილწი და უხამსია”.
უხამსობა და ბილწსიტყვაობა არ შეიძლება იყოს ტაშდაკრული და მოწონებული – განაცხადა ომბუდსმენმა.
“დიდი ხანია ამის თქმა, ამ პროტესტში არის მონაწილეების ერთი ჯგუფი, რომელიც განუწყვეტლივ მღერის უხამს და ბილწ სიმღერას, რომლებიციარ მგონია იქ პატიმრების მშობლებს მოსწონდეთ. ბილწი სიმღერის სკანდირება, რომელიც რეფრენად გასდევს ამ აქციას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს ყველას, ვინც იქ არის შეკრებილი. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, რომ უხამსობა და ბილწსიტყვაობა არ შეიძლება იყოს ტაშდაკრული და მოწონებული”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.