გურიის მოამბე

“დაფინანსებულები” – ივანიშვილი ბრიტანულ და ამერიკულ პრესას უპირისპირდება

„The Guardian“-ში გასულმა სტატიამ ბიძინა ივანიშვილზე რეპუტაციული ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა. ადვოკატის ვრცელი წერილის შემდეგ, საერთაშორისო მედიასთან ახსნა-განმარტებების გაკეთება უკვე ირაკლი კობახიძესაც მოუწია. გამოცემამ გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის „პირად პატიმრად“ მოიხსენია. ამ ფორმულირებამ ოლიგარქი აშკარად გააღიზიანა.

„The Guardian“-ის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილი „მილიარდერი პოლიტიკოსის ვენდეტის მსხვერპლია“. სტატიაში აღწერილია, როგორ იყენებს ქართველი ოლიგარქი, ავტორების შეფასებით, მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სასამართლოს ოპონენტების დასასუსტებლად. პუბლიკაცია იხსენებს 11 ივლისს გლდანის ციხეში ბაჩიაშვილზე თავდასხმასაც.

სტატიის სიმკაცრის ფონზე, ივანიშვილის იურიდიულმა გუნდმა დასავლური მედია მოსყიდულად გამოაცხადა, მაშინ, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აქტიურად ცდილობს საერთაშორისო პლატფორმებზე ნარატივის შეცვლას.

ბაჩიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ ივანიშვილი გაუფასურებული რეპუტაციის საბოლოო დაზიანებას უფრთხის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მედიაში ოლიგარქი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, „The Guardian“-ის პუბლიკაცია, ოჯახის შეფასებით, ივანიშვილმა პერსონალურად მტკივნეულად აღიქვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights