

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჩიბათისა და გვიმბალაურის მჟორიტარი გიორგი ჩახვაძე სოციალურ ქსელში „გურია თუდეის“ ქარდს [ნინო მშვიდობაძე: აქაც გააცოცხლეს მუმიები? „მძიმე არტილერია“ გამოაგორეს] ეხმაურება.
„ალექსანდრე სარიშვილის ცხოვრების წესი და პიროვნული მახასიათებლებია: პატიოსნება, ღირსება,უბრალოება, ერთგულება, პასუხისმგებლობა, უზომო ნიჭი სიკეთის კეთების! ყველა ლანჩხუთელის გაჭივრების ტკივილის გულთან მიტანა. ეს კაცი ლანჩხუთისთვის მართლაც ღვთის საჩუქარია. მისი მერობის დროს ნაკეთები საქმეები, მოწესრიგებული ქალაქის ქუჩები, აკეთის, აცანა-მამათის, სუფსა-წყალწმინდის ასფალტირებული გზები. სხვა სოფლებში ათობით კილომეტრი ასფალტირებული გზები. ახალი სკოლები, ბაღები, ლანჩხუთში ევრო სტანდარტებით მშენებარე სპორტული კომპლექსი. თითქმის ყველა სოფელში სპორტული კომპლექსი, გაზმომარაგება დაწყებულია და ყველა სოფელში მიიყვანს სასმელ წყალს. ორაგვე-ჩიბათში ტურისტული ინფრასტრუქტურა, საფეხბურთო აკადემია, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსაწესრიგებლად ახალი ტრაქტორები, სატვირთო მანქანები, ლანჩხუთელი მგზავრებისთვის ახალი ავტობუსები. სოც.კუთხით დიალეზის, აუტისტური სპექტრის, ცემბრიალური დამბლის პეტ-კვლევის პროგრამები. უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე და ა.შ. ასეთი მაგარი პიროვნება ეყოლება ლანჩხუთს მერად მესამედ. ასეთ ადამიანზე უსამართლობის დაბრალება ბუმერანგივით არ მოგიბრუნდეთ! ფრთხილად!“ _ წერს გიორგი ჩახვაძე.
მას ოპოზიციონერი კოლეგები პასუხობენ. „ლელოს“ ადგილობრივმა ლიდერმა, გოჩა ჯანაშიამ დაუკომენტარა: „მაი ყველაფერი კაი, მარა საფეხბურთო აკადემია სადაა?“, ხოლო „ნაციონალების“ წარმომადგენელმა, ირმა მგელაძემ ქართულად წერა დაუწუნა და შეახსენა: „შენ, ჩემო მეგობარო, თუ სწორად მახსოვს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა გამგებელს თუ მერს აქებდი“.
პირველ გვერდზე “გურია თუდეის” ფოტომონტაჟი