აქციაზე დგას “ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრის ექსმოადგილე ბანერით – “მონები იაფად“.
მარინე მიზანდარი ამბობს, რომ მისი ბანერი ასახავს “ლაჩრობაზე დ მონობაზე დაფუძნებული რეჟიმის არსს და სწორედ ამ რეჟიმს და სინამდვილეს უნდა მოეღოს ბოლო“.
ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის, ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, დღევანდელი ხელისუფლება უფსკრულისკენ მიგვაქანებს, გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ახალგაზრდა, უდანაშაულო ადამიანები, ირღვევა ადამიანების უფლებები ყველა ნაბიჯზე, პოლიცია საკუთარი მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, ასახიჩრებს თანამემამულეებს. კატასტროფის წინაშე ვართ და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, გათავისუფლდნენ პატიმრები და აღდგეს ის გეზი, რომლისკენაც მიდიოდა საქართველო, – განაცხადა მიზანდარმა.