მაკვანეთი – 1901 წელი
მთელს გურიაში ძნელად მოიძებნება ახალ-გაზრდა, რომ წერა-კითხვა არ იცოდეს და ნასწავლი ხომ თავისდაგვარ საქართველოს სხვა პროვინციებთან შედარებით სწავლა-განათლებით ბევრად მაღლა დგანან. ასე რომ შემიძლიან გურიას დავუძახო საქართველოს საფრანგეთი, სწავლა-განათლების მიმდევნობით. ყოველ სოფელში 50 ბავშვი იქნება სოფლის სკოლაში მოწაფედ, სხვა-და-სხვა დაბალს სასწავლებეში 10 მაინც; საშუალო სასწავლებელში 5 მაინც, და მაღალს სასწავლებელში ერთი უსაშველოა.
რომელ სოფელშიაც მე ვსწერ ამ წერილს, ე.ი. მაკვანეთში – ორი ექიმად გამოსულია, ერთი აგრონომად, რამდენიმე საშუალო სწავლით კერძო სამსახურებში არიან და ოფიცრებად; დაბალი სწავლით ხომ ბევრნი მსახურებენ სხვა-და-სხვა დაწესებულებებში. ხოლო აქედგან დღეს ბათუმის გიმნაზიაში სწავლობს 4-5 ვაჟი, ქალებიდგან ქუთაისში ერთი.
ამ სოფელში 113 კომლი არის და ნახეთ, რავდენს უსწავლია და რავდენი კიდევ გამოსასვლელი გვყავს სწავლაში მიმავლათ.
წელს ერთი ექიმიც მოგვემატება, რომელიც მალე შეასრულებს უნივერსიტეტში სწავლას.
ამგვარათვე უნდა ვიგულისხმოთ სხვა სოფლის ნასწავლ-მოსწავლენი გურიაში. დღითი-დღე წინ მიდის სწავლა განათლების სიყვარულით ეს ქვეყანა.
კ. გვარამაძე (მოგზაური 1901 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა