გურიის მოამბე

ნინო ჯანგირაშვილი-რატომ არ უნდათ ქართულ ბანკებს ევროპა

აბა ყურადღება! გასაჯაროება №1 , წყაროსგან ნებართვის მიღების შემდეგ:
👉საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
მოძრაობს ძირითადად დიდ ბრიტანეთში , ხვდება პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი არის საქართველოს ეკონომიკის 1/5 და მისი სანქცირება (მათ შორის მისი ახლო გარემოცვის) მთლიანად ფინანსურ სისტემაზე და ეკონომიკაზე იქონიებს მძიმე გავლენას (რაღაც მონაცემებს დაატარებს ქაღალდებით),ჩამოშლის ორივეს, დასავლური ფულისთვის ჩაკეტავს საქართველოს და რუსეთის ამარა დატოვებს.
📍რა თქმა უნდა, იქ არ ყვება, რამდენმა მილიარდმა რუსულმა რუბლმა გაიგრიალა საქართველოს ბანკის ანგარიშებზე ბოლო 3 წლის განმავლობაში. და არც საქართველოს ბანკის შვილობილზე ბელორუსში. თუმცა, საბედნიეროდ სამყარო მისი დავთრების იმედად არ არის.
🔒საქართველოს ბანკისთვის სტატუსქვო იდეალურია, და ნუ აცრემლდლებითხოლმე თუ შეიძლება მათ პატრიოტულ ვიდეორგოლებზე. ნურც ნურაფერს მოუწოდებთ პერიოდულად, აი “გადმოდი ნათელ მხარეს“ და ეგეთებს.
ქართულ ბანკებს დასავლური წესრიგი არ სჭირდებათ. ევროპაში მათი ზემოგებები აღარ იარსებებს. ამიტომაც ლობირებენ ივანიშვილის და არა ქვეყნის სასარგებლოდ.
ეს ადამიანები არიან დაინტერესებული მხარე. ისინი იცავენ საკუთარ კოლოსალურ მოგებას. მათთვის სულერთია, როგორი რეჟიმი იქნება ქვეყანაში, ოღონდ სტატუსკვო არ შეიცვალოს.
❌დღეს ქართული ბანკების მოგება რეკორდული და კოლოსალურია – 2024 წელს 3.1 მილიარდი. აქედან საქართველოს ბანკის მოგება – 1.5 მილიარდი, როგორიც აქამდე არ ღირსებია. თიბისის მოგება –1.2 მილიარდი. “კოლოსალური“ შეიძლება პირობითი იყოს, ამიტომ დავაზუსტებ: კოლოსალურია მათ კაპიტალთან მიმართებით და მათი მოგება სრულიად არანორმალურია ევროპული სტანდარტით. ევროკავშირის ბანკებში კაპიტალთან მიმართებით მოგება საშუალოდ 10%-ია (ზოგ ქვეყანაში 2–5%, ზოგან მეტი, გასაშუალოებული გამოდის 10).
✅შედარებისთვის– ROE(Return on Equity) , ანუ მოგება კაპიტალთან მიმართებაში საშუალოდ
• საქართველო: 25–30% (Bank of Georgia 2025–ში 32%+)
• აშშ: 10–12%
• კანადა: 11–14%
• ევროზონა (საშ.): ~10%
• მაგალითად, გერმანია/საფრანგეთი/ბელგია: 2–5%
• ესპანეთი/ნიდერლანდები: 6–7%
• იაპონია: 3–6%
• დიდი ბრიტანეთი: 7–10%
:
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო მდიდარი და განვითარებულია ქვეყანა, რაც უფრო მაღალია კონკურენცია, მით უფრო დაბალია ბანკების მოგება კაპიტალთან მიმართებით. რა თქმა უნდა, რეგულაციების სიმკაცრეც ახდენს გავლენას. რაც უფრო სუსტი და ოლიგოპოლიზებულია ბაზარი, საქართველოს მსგავსად, მით უფრო მაღალია ბანკების მოგება.
✅ევროპაში არის:
1. მაღალი კონკურენცია: ბევრი ბანკი და ალტერნატიული კაპიტალის ბაზრები.
2. მკაცრი რეგულაციები: Basel III/IV, ECB/EBA ზედამხედველობა.
3. მაღალი სტანდარტები: კლიენტის დაცვა, შრომითი კანონმდებლობა, გადასახადები.
4. დაბალი რისკი: სესხები მარტივად ბრუნდება, შესაბამისად პროცენტი დაბალია.
👉 სწორედ ამიტომ მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებში ბანკების ROE დაბალია. ღარიბ და ოლიგოპოლიურ ბაზრებზე — მაღალი.
🔗მე არ ვაღვივებ ანტისაბანკო ისტერიას. მძულს ეგ ამბავი. მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის ჩრდილოვან მსახურებს უნდა იცნობდეს ქვეყანა. “გაკრიალებული რეპუტაციით“ რუსული საქმე აკეთო არ გამოვა. გამობრძანდეს ღიად არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს მოსახლეობას უთხრას იგივე, რის ლობირებასაც დასავლეთში ცდილობს. ჩვენც მოგვიყვეს, რომ ივანიშვილის ხელში ვართ თურმე სამუდამოდ და მას თუ ვაწყენინეთ ეკონომიკა ჩამოგვენგრევა. გამოაცხადოს ეს ოფიციალურად მისი ბანკის პოლიტიკად.
🔗არ ვარ დარწმუნებული, რომ მედია ამ ინფორმაციას აიტაცებს. საქართველოს ბანკის სარეკლამო ბიუჯეტს ზოგჯერ მაგიური გავლენა აქვს. მაგრამ აქედან მაინც გავრცელდება ფართოდ. ივანიშვილის დანარჩენ ლობისტებს რაც შეეხება, ვცდილობ მათი ვინაობის გასაჯაროების უფლებაც მოვიპოვო, ვინც უფრო შტატების მიმართულებით მოძრაობენ. მე “ჩიტმა ამბავი მომიტანა“ ჟანრში არ ვმოღვაწეობ. თუ რამეს ფაქტად ვამბობ, სანდო წყაროებს ვეყრდნობი და მათ პირობებს პატივს ვცემ.
ყველა რეაქცია:

თქვენ, Ketevan Kavtaradze, Irina Zarandia და 756 სხვა პიროვნება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights