
ხმელეთიდან გასაშვებად გამოიყენება Typhon-ის ტიპის და ახლა უკვე XMAV-ის ტიპის გამშვები დანადგარები, რასაც დიდი ალბათობით აირჩევს კიდეც უკრაინა.
Tomahawk-ი ფრთოსანი რაკეტის კვალობაზე ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს, რომლის მოქმედებია რადიუსი 1600-დან 2500 კილომეტრის ფარგლებშია. მიუყვება რელიეფის კონტურებს და ამით უკრაინას საშუალება ეძლევა, თითქმის დაუსჯელად ანადგუროს რუსული სამხედრო, სამხედრო სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. არის ძალზე მანევრული რაკეტა და თავისუფლად შეუძლია რუსეთის ბალანსზე დღეს არსებული საზენიტო საშუალებები შეცდომაში შეიყვანოს – ეფექტურად აუაროს გვერდი.
გაუგებარი მხოლოდ ისაა, რამდენი ერთეულის მიწოდება შეუძლია ამერიკას, რადგან პენტაგონი მათ უფრო მალე ხარჯავს, ვიდრე შევსებას იღებს. 2024 წლიდან მხოლოდ ჰუსიტებზე და ირანზე 124 რაკეტა გაიხარჯა, და დიდი ალბათობით ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებაშიც ზღვიდან იერიშების დიდი ნაწილი, საგემბანო ავიაციის პარალელურად Tomahawk-ებზე მოვა. აქ გასათვალისწინებელია დონალდ ტრამპის განცხადებაც და ოპტიმიზმიც, რომ ციტატა –
“ჩვენ ეს რაკეტები ძალიან ბევრი გვაქვს.”, რაც დიდი ალბათობით მინიშნებაა სტრატეგიულ მარაგებზე.

ე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ვაშინგტონის მხრიდან Tomahawk-ების გადაცემას აუცილებლად მოყვება შეზღუდვა – არ დაარტყან სამოქალაქო და რუსეთის სამთავრობო ობიექტებს მოსკოვში.

Telegraph-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი “უკრაინის გამარჯვების ფონდს” ქმნის, რომელიც დაფინანსდება ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი მაღალი ტარიფებით.



