გურიის მოამბე

,,ვგმობთ “ოცნების” გადაწყვეტილებას, პარტიების აკრძალვის შესახებ “- ევროპის საბჭოს კონგრესის მომხსენებლები

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განხილვის შემდეგ, კონგრესის თანამომხსენებლები, ბერნდ ფორინგერი (გერმანია, EPP/CCE) და სტიუარტ დიკსონი (დიდი ბრიტანეთი, ILDG), საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

ევროპის საბჭოს კონგრესის მომხსენებლები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, გმობენ და ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ გააუქმონ აღნიშნული ქმედებები.

ამასთან, კონგრესის მომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დემოკრატიის საფუძვლების თანდათანობით ჩამოშლის შესახებ.

,,ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის წევრების გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყანაში სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით.

დემოკრატია მმართველობის ყველა დონეზე ვერ იარსებებს პოლიტიკური პლურალიზმისა და ეფექტური ოპოზიციის გარეშე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ქართული დემოკრატიის საფუძვლები თანდათანობით იშლება.

ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო კონგრესის და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომისრისა და საპარლამენტო ასამბლეის განმეორებითი მოწოდებები და მოვუწოდებთ მათ, გააუქმონ ეს ქმედებები.

კონგრესი კვლავ ერთგული რჩება საქართველოს მხარდაჭერისკენ, ნებისმიერი შესაძლო გზით, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებაში, ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით,” – ნათქვამია განცხადებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights