გურიის მოამბე

“რუსთაველზე მაინც დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ” – გაგრელი აზას პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში აფხაზეთიდან დევნილი, აზა ჩილაჩავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პენსიონერი 2 ნოემბერს ხელმეორედ დააკავეს.

“ხვალ რომ გავიდე, ხომ ვიცი, რომ სისხლის სამართლით გამიშვებთ, მაგრამ მაინც დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ”, – მიმართა აზა ჩილაჩავამ შსს-ს წარმომადგენელს.

საქმეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანია განიხილავს.

სასამართლო პროცესი მეცხრე დარბაზში ტარდება, სადაც სულ 20 ადამიანი ეტევა. ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს სხდომა  დიდ დარბაზში გადაეტანა, რადგან ხალხს, რომელიც დილიდან სასამართლოსთან იმყოფება, პროცესზე დასწრება უნდა.

საბოლოოდ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დარბაზის ცვლილების შესახებ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights