ქრისიტიანობამდელი ოჯახი
.
„ადამიანი აღმნიშვნელად იხმარება სიტყვა „კაცი“, რომელიც ნაწარმოებია სიტყვა „კეცი“-დან, რაც ნიშნავს გამომწვარ თიხას. „სხეული“ ნიშნავს საფარველს, სულის სამოსს. სიკვდილი „გარდაცვალება“ ნიშნავს გარდასახვას, მეტამორფოზას. შემდეგ კვლავ ყურადღება უნდა მივაციოთ საზოგადოების ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი-წარმართის ოჯახი შედეგება ორი სრულფლებიანი წევრისაგან – ქმარი და ცოლი, პირველი არ ითვლება არც ბატონად და არც მბრძანებლად, ხოლო მეორე არ ითვლება მონად და არც მხევლად, არამედ არის თანასწორი პირველთან, რის შედეგადაც წარმოიშვა სიტყვა „ცოლი“, რომელიც ნაწარმოებია სიტყვა „ცალი“-დან, ანუ ნახევარი, ასევე იგივეს ადასტურებს მეორე სიტყვა „მეუღლე“, რომელიც ნაწარმოებია სიტყვა უღლისაგან.“
.
ქართველი-წარმართი თაყვანსცემდა მის გარშემო არსებულ და თვალხილულ საგანს, რომლებშიც მისი აზრით გათავისებული იყო ღვთიური ძალა – „მადლი“, რომელიც ყველაზე მეტი იყო მიწაში (დედამიწაში) და სხვადასხვა პლანეტებში, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ცხოვრებაზე, ასევე მადლი იყო სხვადასხვა ყოველდღიურად არსებობისათვის საჭირო ნივთებში.
.
ფრაგმენტები ნიკოლოზ გამრეკელის სტატია – ქართული წარმართობის მიმოხილვიდან (Кавказ 1872 №48 (#51) – Обзоръ языческой религiи Грузiи – Николай Гамрекеловъ.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








