ივანიშვილს ძალიან უნდა, რომ, გარიგებაში შევიდეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რასაც ვერასდროს მიაღწევს, – ამის შესახებ მსახობმა, ია ფარულავამ “ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, “ივანიშვილს არასწორ ინფორმაციებს გადასცემენ რუსული სპეცსამსახურები, რომლებსაც ყურებით უჭირავთ ბატონი ივანიშვილი“
მოვუწოდებ მას, შეწყვიტოს ეს ყველაფერი და მოვიდეს გონს, – ამბობს ის.
,,ივანიშვილს ძალიან უნდა, რომ, გარიგებაში შევიდეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რასაც ვერასდროს მიაღწევს. მას ჰქონდა, ბრწყინვალე დამოკიდებულება დემოკრატიულ პარტიასთან, ამერიკის წინა საელჩოსთან, ელჩებთან, მაგრამ მას არანაირი შანსი არ აქვს ახლა. როგორც მე ვიცი, მას ძალიან არასწორ ინფორმაციებს გადასცემენ რუსული სპეცსამსახურები, რომლებსაც ყურებით უჭირავთ ბატონი ივანიშვილი, შესაბამისად, ის არ ფლობს სწორ ინფორმაციებს. ის რომ სწორ ინფოემაციებს ფლობდეს, დღეს არ გვეყოლება ამდენი პოლიტპატიმარი, არ გადაიყვანდნენ მიშას ციხეში და გაათავისუფლებდნენ, ასევე ეს რეპრესიები შეწყდებოდა, ამიტომაც, მოვუწოდებ მას, შეწყვიტოს ეს ყველაფერი და მოვიდეს გონს” – განაცხადა ია ფარულავამ.








