გურიის მოამბე

იულონ გაგოშიძე ივანიშვილს: გაიხსენეთ დიქტატორების დასასრული

არქეოლოგი იულონ გოგოშიძე მათე დევიძის მხარდასაჭერ აქციაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა.

მან “ქართულ ოცნებას” მოუწოდა ისტორია და დიქტატორების დასასრული გაიხსენონ, ასევე, დააკვირდნენ, რომ სიკვდილამდე არცერთი დიქტატორი არ ყოფილა ბედნიერი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ შეცდომას უშვებს.

,,მე “ოცნებას” მინდა ვუთხრა, რომ გაიხსენონ ისტორია და გაიხსენონ დიქტატორების დასასრული. არცერთი დიქტატორი ბედნიერი არ ყოფილა სიკვდილამდე. გაიხსენონ ეს ამბავი და დროზე შეეშვან ამას, ჯობია. რასაკვირველია [ბიძინა ივანიშვილია მთავარი გადაწყვეტილები მიმღები], მე არ მოვიხსენიე [დიქტატორად], თვითონ უნდა დიქტატორობა და შეცდომას უშვებს, ძალიან დიდ შეცდომას. 

დანარჩენს ერთიანობისკენ მოვუწოდებ. გაიგონ ეს ამბავი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,” – თქვა იულონ გაგოშიძემ. 

მოქაალაქეები, დღეს მათე დევიძის მხარდასაჭერად თბილისში მსვლელობას გამართავენ. სინდისის პატიმარს პოლიციამ ბორკილები ზუსტად ერთი წლის წინ დაადო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights