“ყველა ერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველას სჭირდება გულახდილად, მშვიდად საუბარი, სპეკულაციების, ჭორების გარეშე. ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია. ახლა უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე – ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი, ყველაზე რთული და შემდგომი რისკები” | ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში
🔻 უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.








