გურიის მოამბე

“ლონდონის კინოფესტივალიდან გამოგზავნილ ასობით გამამხნევებელ წერილს ვიღებთ ანდროსთვის” – ადვოკატი

სინდისის პატიმარს, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ლონდონის კინოფესტივალიდან ასობით გამამხნევებელი წერილი გამოუგზავნეს.

ამის შესახებ მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და წერილების ფოტოს აქვეყნებს.

,,ანდრო ჭიჭინაძის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვამდე ერთი დღით ადრე, ლონდონის კინოფესტივალიდან გამოგზავნილ ასობით გამამხნევებელ წერილს ვიღებთ ანდროსთვის.

ემოციებსა და მომავალ გეგმებზე წერენ მსახიობს,” – წერს თორნიკე მიგინეიშვილი. 

ცნობისთვის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა – განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights