“მათ არ უნდათ საქართველო გახდეს კანდიდატი ქვეყანა…”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში“-ბექა დავითულიანი ოპოზიციას

„მათ არ უნდათ საქართველო გახდეს კანდიდატი ქვეყანა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში“ – აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.

მისი შეფასებით ოპოზიცია არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს, განსაკუთრებით კი პუნქტს დეპოლარიზაციის შესახებ.

„სასურველი იქნებოდა ალტერნატიული კანონპროექტების წერას, იმ კანონპროექტებში მიეღოთ მონაწილეობა, რომელიც ამ ფორმატებში შემუშავდა. ასე როცა არ იქცევიან, ნიშნავს, რომ არღვევენ იმ პირველი რეკომენდაციის სულისკვეთებას, სადაც თვალნათლივ გვეუბნებიან, რომ ითანამშრომლეთ და დეპოლარიზაციას მორჩით. რჩება ეჭვი, რომ მათ არ უნდათ საქართველო გახდეს კანდიდატი ქვეყანა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა დავითულიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share