,,BBC-ის მტკიცებულებით, ქართველ დემონსტრანტებს პირველი მსოფლიო ომის მომწამლავი ნაერთი შეასხეს“ – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.
ევროპარალმენტარი სვამს კითხვას, “როცა საქართველოში პოლიცია პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, ბრიუსელში, როგორც პარიზში, არაფერს ამბობენ?“
“საქართველოში პოლიცია პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ბრიუსელში, როგორც პარიზში, არაფერს ამბობენ? BBC-ის მტკიცებულებით, ქართველ დემონსტრანტებს პირველი მსოფლიო ომის მომწამლავი ნაერთი შეასხეს”, – წერს ლუაზო.








