გურიის მოამბე

როცა დავარდნილ ადამიანს 3 პოლიციელი თავში ფეხს ურტყამს და 1 წელი არავინაა დაჭერილი, ეს ივანიშვილის და კობახიძის ფეხია- ფერაძე

ექიმი ლევან ფერაძემ, მას შემდეგ რაც გადაცემა “რეაქციაში“ ზვიად მაისაშვილის ცემის კადრები გავიდა, მომხდარში თავად სახელმწიფო და მისი თითოეული წევრი დაადანაშაულა.

როგორც ფერაძემ აღნიშნა, როცა დავარდნილ ადამიანს 3 პოლიციელი თავში ფეხს ურტყამს და 1 წელი არავინაა დაჭერილი, ეს კობახიძის, ივანიშვილის, ყაველაშვილის და თითოეული მინისტრის დანაშულია.

როცა დავარდნილ ადამიანს 3 პოლიციელი თავში ფეხს ურტყამს, 1 წელი არავინაა დაჭერილი, ეს პოლიციელის ფეხი აღარ არის, ეს სახელმწიფოს ფეხია, კობახიძის, ივანიშვილის, ყაველაშვილის და თითოეული მინისტრის ფეხია მოხვედრილი. ასევე თითოეული ელჩის და ადამიანის. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ კარგად, – განაცხადა ლევან ფერაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights