გურიის მოამბე

,,ქიმიური იარაღი საქართველოში? იტალიის მთავრობამ ელჩი უნდა გამოიძახოს – იტალიელი სენატორი

“ქიმიური იარაღი საქართველოში? [იტალიის] მთავრობამ ელჩი უნდა გამოიძახოს. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ საქართველოში აქციაზე გამოსული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ერთ წელზე მეტია ვამბობთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში არალიბერალური რეჟიმი დაამყარა, რომელიც სისტემატურად იყენებს ძალადობასა და დაპატიმრებებს, როგორც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობის ინსტრუმენტს.

ამ დარღვევებს ახლა სერიოზული ბრალდება დაემატა: ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც ადამიანის უფლებებს არღვევს. მეტს რას უნდა ველოდოთ, რომ იტალიის მთავრობამ მმართველი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ქართველი ხალხის დასაცავად პოზიცია დაიჭიროს? სასწრაფოდაა საჭირო საქართველოში იტალიის ელჩის გამოძახება, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე სასარგებლო განმარტებების მოწოდება მოვთხოვოთ. დღეს ქართველობა თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ღირებულებების დაცვას ნიშნავს. ჩვენ საქართველო ვართ. ჩვენ ევროპა ვართ” | წერს X-ზე იტალიელი სენატორი, მარკო ლომბარდო

📍 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტი” გამოიყენა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights