სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ქ/ოცნებამ უფასო სწავლა დააბრუნა უნივერსიტეტებშიო, გვიმტკიცებენ და გაუთვითცნობიერებელი საზოგადოება აღფრთოვანებულია.
ახლა ვნახოთ, რა გარემოებებში ბრუნდება ეს „უფასო სწავლა“:
1. აბიტურიენტს, რომელიც ცხოვრობს რომელიმე ქალაქში, არ შეეძლება აირჩიოს, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის იმავე ქალაქში რაიმე სპეციალობის დასაუფლებლად. მან აუცილებლად უნდა ჩააბაროს ქალაქის (ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ) ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. (მაგალითად, თუ თბილისში მაცხოვრებელ სტუდენტს სურს, გახდეს იურისტი, მან აუცილებლად უნდა ისწავლოს თსუ-ში, სხვაგან თბილისში ვერ ისწავლის სამართალს).
3. რადგან ქალაქის მასშტაბით პროფესიის მიღების შესაძლებლობები მცირდება (ადრე, თუ, მაგალითად, თბილისის 4 უნივერსიტეტში ისწავლიდი სოციოლოგიას, ახლა მხოლოდ ერთში ისწავლი), მისაღები კონტინგენტიც შემცირდება, რადგან ერთ რომელიმე უნივერსიტეტს არსებული მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება არ შეეძლება.
მაშასადამე, სინამდვილეში, ქ/ოცნება ეუბნება აბიტურიენტებს: უფასოდ ისწავლით, მაგრამ მე გატარებთ ხელით და მიგითითებთ, სად უნდა ისწავლოთ! ანუ, მარიონეტები იქნებით, მაგრამ სამაგიეროდ უფასოდ ისწავლით; თანაც, შეიძლება ვერც ისწავლოთ, რადგან ადგილები შეზღუდულია!”-წერს კაჭკაჭიშვილი.








