როდესაც კანონებს ამკაცრებენ, ამით აჩვენებნ, რომ აი, ესეც გავაკეთეთ, ესეც გაგვივიდა, ამ მიმართულებითაც წნეხში გვყავხართ, უბრალოდ აზარტშია ხელისუფლება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ არავინ დაიღლება და გაჩერდება, რადგან ხალხი საკუთარი თავის იმედით და რწმენით დგას რუსთაველზე.
,,ხალხი არ ეპუება ხელისუფლებას. იმის მიღმა, “ოცნებამ“ ველი სრულად მოასუფთავა და ახლა ადამიანები იბრძვიან, რომ არ შეეგუონ, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი იბრძვის იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს კანონებს. როდესაც კანონებს ამკაცრებენ, ამით აჩვენებნ, რომ აი, ესეც გავაკეთეთ, ესეც გაგვივიდა, ამ მიმართულებითაც წნეხში გვყავხართ და უბრალოდ აზარტშია ხელისუფლება, სადამდე გაუვა ჩვენი ჩაგვრა. ეს არის დროის საკითხი, რადგან მე მართლა არ მჯერა, რომ ვინმე დაიღლება და გაჩერდება. ყველა საკუთარი რწმენით დგას, ყველა ადამიანი, რომელმაც ციხის სიმწარის წამება, ავტობუსების წამება, რომელიც დარბევებისას საკუთარ თავზე გამოსცადა, ყველას საკუთარი თავის იმედით და რწმენით იდგა და დგას. არავინ აპირებს პოზიციის შეცვლას. მე მგონია, რომ “ქართული ოცნება“ თავადაც დაეხმარება საკუთარ თავს ჩამოშლაში”- განაცხადა მამისეიშვილმა.








