გურიის მოამბე

ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ ეს დღე, საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დადგებოდა – მაკო გომური

ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ ეს დღე, საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დადგებოდა – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში მაკო გომური, ახალგაზრდა, რომელსაც 20 ივნისს თვალში რეზინის ტყვია მოხვდა.

“გავრილოვის ღამის” ერთ-ერთი მთავარი დაზარალებულის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს იმ კანონდარღვევებზე გაემახვილებინა ყურადღება, რაც 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა.

,,ერთი წლის წინ იყო ამ საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში და უკვე ვიცოდით, რომ ეს დრო საჭირო იყო იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოეტანათ მოსამართლეებს. გვჭირდება რეალურად ის, რომ იმ კანონდარღვევებზე, რაც განახორციელა 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ”, გაემახვილებინათ ყურადღება, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად ეს შედეგი დადგა, რომ ამ რაღაცებზე გაამახვილეს ყურადღება და, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ნებისმიერი 20 ივნისის დაზარალებულისთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისი საერთო საქმეც იყო წაღებული, მნიშვნელოვანი და კარგი დღე იყო ჩვენთვის. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ, გავასაჩივრეთ, რადგან არ იყო გარკვეულ დეტალებზე ხაზგასმა, ესე მკვეთრი კომენტარები არ ჰქონდათ და, შესაბამისად, მოგვიწია, რომ გაგვესაჩივრებინა, რომ ეს დარღვევები გამოეკვეთა – ვგულისხმობ “ქართული ოცნების” დარღვევებს და დიდმა პალატამ საბოლოოდ გამოიტანა ეს დასკვნა დღეს… ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ ეს დღე, საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დადგებოდა“ – ამბობს მაკო გომური რადიო თავისუფლებასთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights