გურიის მოამბე

“მშვიდობა რომელიც სუფევს სასაფლაოზე” – სალომე ზურაბიშვილი “ოცნების” მშვიდობაზე”

“რეჟიმმა გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი რუსული საქართველოსკენ” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და აშხაბადის ფორუმზე კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის დასწრებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მშვიდობა მშვიდობაა, რომელიც სასაფლაოზე სუფევს.

  • სალომე ზურაბიშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა.

გადადგა კობახიძემ, გადადგა რეჟიმმა რეალურად კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რასაც ჰქვია რუსული საქართველო. თუ 28 ნოემბერს შევადარებთ, 28 ნოემბერს დახურეს კარი ევროპისკენ, რამაც გამოიწვია ასი ათასობით ადამიანის გამოსვლა, დღეს, იმიტომ რომ დღეს ტარდებოდა [ნაძვის ხის ანთების] დღე და იფიქრეს რომ ამით გააპარებდნენ, დღეს შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო სერიოზული, უფრო სამარცხვინო ნაბიჯი არის გადადგმული, რომელსაც მიჰყავს საქართველო პირდაპირ რუსეთის ხახაში. 

სრულიად წარმოუდგენელია და უღირსი ნაბიჯი, რომ შენ წახვიდე და დაჯდე იმ მაგიდის ირგვლივ, ნამდვილი საბჭოთა გარემო რომ იყო შექმნილი, სადაც არცერთი ჩვენი პარტნიორი დასავლური ქვეყნებიდან, არც სხვათა შორის იმ ქვეყნებიდან, რომელიც მოიყვანა კობახიძემ როგორც ვითომ საბაბი, რატომ იყო ჩასული, სომხეთი და აზერბაიჯანი აქ არიან, არ იყვნენ ჩასული. იყო მხოლოდ ჩასული ერდოღანი, რომელიც გასაგებია იმიტომ, რომ მისთვის ეს არის თურქული სამყარო და იქ მისი სამყარო არის, ერთ დონეზე იყო პუტინთან და ის არ მისულა პუტინის ღონისძიებაზე. კობახიძე, როგორც პატარა წუწკი მივიდა პუტინის ღონისძიებაზე. 

საბჭოთა მეთოდი იყო, რომ ყოველთვის ყველაფერს წინასწარ ეუბნებოდნენ ხალხს, დაგხოცავთო ეუბნებოდნენ და ხოცავდნენ, ჩვენი მომავალი არის ამ ტიპის მშვიდობა, მშვიდობა რომელიც სუფევს სასაფლაოზე, ეს არის ჩვენი მომავალი რუსეთის ხელში. ვისაც არ ესმის და ვისაც ან არ ესმის, ან ეს უნდა ერთია, დანარჩენი მთელი საქართველო არის ჩვენ მხარეს, რომელიც ამბობს, რომ ეს მიუღებელია, ამას არასდროს შევეგუებით და მე მგონია, რომ ეს წარმოუდგენელია, თვითონ შეიძლება სიზმარში, კოშმარში არიან, მაგრამ ეს არასდროს არ მოხდება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights