გურიის მოამბე

,,EU-მა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ” – კალასი

,,EU-მა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ” – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს, რომ 210 მილიარდ ევრომდე რუსული სახსრები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩეს, სანამ რუსეთი უკრაინას სრულად არ გადაუხდის რეპარაციებს მიყენებული ზიანისთვის.

,,ევროკავშირმა ახლახან გადაწყვიტა რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით იმობილიზაცია.

ეს უზრუნველყოფს, რომ 210 მილიარდ ევრომდე რუსული სახსრები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება, სანამ რუსეთი სრულად არ გადაუხდის უკრაინას რეპარაციებს მიყენებული ზიანისთვის.

ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას იქამდე, სანამ ის სერიოზულად არ მიუდგება მოლაპარაკებებს.

მომავალი კვირის ევროპული საბჭოს სხდომა გადამწყვეტი იქნება მომდევნო წლებში უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად,” – წერს კალასი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights