როდესაც ბელარუსიც კი უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე საქართველო – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ კალიუმზე სანქციების მოხსნის შემდეგ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 123 პატიმარი გაათავისუფლა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პარტნიორებს ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ზურაბიშვილი თვლის, რომ სანქციები იძლევა საშუალებას, სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოხდეს.
,,გვყავს მეტი პატიმარი, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული კანონები და არ გვყავს პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ ეფექტურ სანქციებს, რაც საშუალებას იძლევა ზეწოლისა და სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების ჩასატარებლად!”- წერს ზურაბიშვილი.
ალექსანდრ ლუკაშენკომ 123 პატიმარი მას შემდეგ, გაათავისუფლა რაც აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციები მოხსნა.
გათავისუფლებულ ადამიანებს შორის არის ოპოზიციონერი აქტივისტი მარია კოლესნიკოვა და ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკიც.








