გურიის მოამბე

ყირიმში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდ

ყირიმში, ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე, ასობით მილიონი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა — უკრაინის უშიშროების ძალების, СБУ.
სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფას“ შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა წუხელ ოკუპირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომზე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტები გაანადგურეს.
✅ განადგურებულია:
➡️ შორ მანძილზე საჰაერო სამიზნეთა აღმოჩენის ორი რადარი „Nebo-SVU“ (თითოეულის ღირებულება $60–100 მილიონია);
➡️ S-400 „ტრიუმფის“ საჰაერო თავდაცვის კომპლექსის 92N6-ის ტიპის შორ დისტანციაზე სამიზნეთა აღმომჩენი რადარი (ღირებულება $60 მილიონამდე);
➡️ „Pantsir-S2“ საჰაერო თავდაცვის სისტემა ($19 მილიონამდე);
➡️ ავიაგამანადგურებელი MiG-31 სრული არსენალით ($50 მილიონამდე).
🇺🇦 უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ამ ოპერაციამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ოკუპანტების საკვანძო სამხედრო და ლოგისტიკურ ობიექტებს იცავდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights