გურიის მოამბე

საქართველოს მომავალი ამ უთავბოლოების ხელში რა იქნება? ყველა ვარიანტში გადაჩეხავენ ქვეყანას – ზურაბ ფარჯიანი

საქართველოს მომავალი ამ უთავბოლოების ხელში რა იქნება, ყველა ვარიანტში გადაჩეხავენ ქვეყანას, – ამის შესახებ დიპლომატმა ზურაბ ფარჯიანმა  განაცხადა.

დიპლომატმა ჩუმად მყოფ ხალხსაც მიმართა და იმ  მოსალოდნელი რეალობის გამო გააფრთხილა, რომელიც “ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის გამო მათაც ემუქრებათ.

“თქვენ და ესენი რჩებით პირისპირ, მერე რჩებით ქვეყანაში, სადაც თქვენი არაფერი იქნება“, – თქვა ფარჯიანმა.

,,საქართველოს მომავალი ამ უთავბოლოების ხელში რა იქნება, თქვენი აზრით, პრობლემა არის მაგაში, ამათ ხელში, ყველანი, ვინც ვცდილობდით, რომ შორს დაგვეჭირა თავი, იძულებულები გავხდით, რომ გევთქვა, გეყოთ, აღარ შეიძლება ამათი გაძლება. ესენი ყველა ვარიანტში გადაჩეხავენ ქვეყანას და მათთან ერთად გადავიჩეხებით, თუ მათ გარეშე, ამაზეა ახლა საუბარი. გაჩუმებულებს მინდა ვუთხრა,  თქვენ ხართ რის იმედზე? იმ იმედზე, რომ ვიდრე მე ესენი გამაჩუმებენ, ან გადამტეხავენ, ან გამაქცევენ, მანამდე ესენი წავლენ, ან ჩვენ ამ სიტუაციას რამით გადავტეხავთ, თუ ერთ-ერთი მოხდა, ან დამიჭირეს, ან გამაქციეს, ან გადამტეხეს, მერე თქვენ და ესენი რჩებით პირისპირ, მერე რჩებით ქვეყანაში, სადაც თქვენი არაფერი იქნება, არც მიწა, არც არაფერი, ვერც გააპროტესტებთ ვერაფერს. ამათი კომპეტენტურობის გადამკიდე, ნურც ეკონომიკაზე იქნებით დიდად იმედიანად, რაღაც პერსპექტივაში”,- განაცხადა ფარჯიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights