ოზურგეთის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის პოსტზე, ქალაქ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორის, თემურ მოქიას, კანდიდატურა განიხილება.
ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თემურ მოქია, აღნიშნულ თანამდებობაზე შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოსათვის დაინიშნოს და მოვალეობის შესრულებას მომავალი წლის იანვრის დასაწყისიდან შეუდგეს.
ოზურგეთის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ახალმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მოქმედ დირექტორთან, მაკა ჭყონიასთან, საერთო ენა ვერ გამონახა.
როგორც ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლიდან გვაცნობეს, მოქიას კარიერა სკოლის დირექტორის პოსტზე არ აღმოჩნდა წარმატებული, რადგან მას გარკვეული ტიპის დაპირისპირება აქვს სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთანაც,
მაგალითისათვის, ყვებიან ისტორიას, როცა დირექტორი უხეშად ჩაერია, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ოზურგეთის ტექნოპარკი, მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლის დაფინანსებული პროექტის მართვაში, განსაკუთრებით მის ფინანსურ ნაწილში.
ასევე მან ვერ შეძლო, სკოლის “მეამბოხე პედაგოგებისათვის” თავს მოეხვია – ხელისუფლებისათვის მისაღები კანდიდატურის, მის მოადგილედ დანიშვნა.
თავად ჭყონიას განთავისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ სამსახურს, არაერთგვაროვნად აღიქვეს ადგილობრივ საზოგადოებაში.
მაგალითისათვის. ადგილბობრივი სამოქალაქო აქტივისტი, კუკა ბარამიძე. ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:
“რით აღარ დამთავრდა ეს „ჩელენჯი“ — ყველა ახალარჩეული მერი რომ მაკას გაშვებას ლამობს. ხომ გვაქვს მაგალითები: ყოველთვის, როცა ეს მოხდა, მნიშვნელოვნად გაუარესდა ამ ორგანიზაციაში მდგომარეობა ყველა თვალსაზრისით. კი არ უნდა გაათავისუფლოთ, პირიქით, უნდა მისცეთ საშუალება, რომ მართოს და იმ დოზით არ ჩაერიოთ, როგორც გჩვევიათ. ცინიკური კიდევ ის არის, რომ გადაავსებენ იქაურობას ათასი არასაჭირო „დასაქმებულით“ ისე, რომ ტევა აღარ არის მართლა, და მერე მაკას ადგილი აღარაა თურმე.
გაუშვებენ მაკას, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ამ საქმეში — მინახავს და ვიცი, რა გულით, დამოკიდებულებით, ზრუნვით და პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს და რა ნერვების ფასად უჯდება — და მოიყვანენ ვიღაც „შტერს“ ხელფასის აღების მოტივაციით”.








