ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე “ქართული ოცნებისგან“ BBC-ისთვის გაგზავნილი წერილის გამოქვეყნებას ითხოვას.
როგორც დეკანოიძე ამბობს, საინტერესოა, რატომ არ გასაჯაროვეს თვითონ წერილი, საიდანაც გაირკვევა, რა პრეტენზიები აქვთ BBC-თან.
პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყველა კითხვის ნიშანს მოხსნიდა ერთი უბრალო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც დეტალურად იქნებოდა ჩაწერილი დასაწყობებული ნივთიერებების შესახებ.
,,საინტერესოა, რატომ არ გასაჯაროვეს თვითონ სარჩელი, წერილი, რა პრეტენზიები აქვთ BBC-თან. თვითონ გამოვიდნენ და აღიარეს, რომ მართლაც იყო გარეული ქიმიური ნივთიერება იმ წყალში, რითაც მოწამლეს ქართველი ხალხი, აღიარეს, რომ ის ქიმიური ნივთიერება, რომელიც აკრძალული იყო, დასაწყობებული იყო და ამ ყველაფერს მოხსნიდა ერთი უბრალო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც დიდი ხანი ვითხოვდით. ყველა შეიარაღების განყოფილებაში, განსაკუთრებით სპეციალური საშუალებების გაცემისას, დგება სპეციალური მიღება-ჩაბარების აქტიც, ციფრული ან ხელწერილით. მათ თუ დასამალი არაფრი ჰქონდათ და ყველაფერი იყო ტყუილი, მარტივად შეეძლოთ ეს გადაეწყვიტათ, მოეწვიათ უცხოელი ექსპერტები და აქ განსაკუთრებული არაფერი იყო, თუ სახელმწიფო არ მალავდა რაღაცას. თუმცა, სახელმწიფო მალავს იმას, რომ აკრძალული ნივთიერება იყო გარეული წყალში.
მე როგორც მივხვდი ეს არ არის სარჩელი, ეს არის წერილი. ეს ხომ არ არის სასამართლო სარჩელი, ეს არის BBC – ში გაგზავნილი საკუთარი საგმოძიებო მასალის აღების მოთხოვნის წერილი. ეს პარტიის სახელით გაგზავნილი წერილი გაესაჯაროვებინათ,- განაცხადა დეკანოიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას, BBC-ს საჩივრით 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო მიმართა.
გამოძიების თანახმად, 2024 წლის აქციების დაშლისას პოლიციამ გამოიყენა სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი.








