,,ქართული ოცნების” მიერ გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ისეთ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას განახორციელებს, რომელიც მის ძირითად საქმიანობას არ უკავშირდება, 20 000 ლარით დაჯარიმდება.
ცვლილების თანახმად, განმეორებით შემთხვევაში მეწარმეს 40 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
,,მეწარმე თუ ისეთ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას განახორციელებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, 20 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში 40 000 ლარით,” – ნათქვამია განცხადებაში.
“ქართული ოცნება “გრანტების შესახებ” კანონს ამკაცრებს – შესაბამისი განცხადება პარტიის ოფსში გაკეთდა.








