გურიის მოამბე

გავრცელებული ინფორმაციით-ჩოხატაურში ყოფილი გამგებელი-გია ცინცაძე დააკავეს

წუხელ ჩოხატაურში, რაიონის ყოფილი გამგებელი, გასული საუკუნის 90 იან წლებში,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, მინდია ჯღერიას პირველი მოადგილის მამა, გია ცინცაძე, სამართალდამცავებმა,  იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გია ცინცაძის სახლში ჩხრეკა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა, თითქოსდა იქ, პოლიციელის ცემაში ეჭვმიტანილი და ამჟამად ძებნაში მყოფი პირები იმალებოდნენ.

როგორც გვაცნობებენ, ჩხრეკისას, პოლიციელებმა ეჭვმიტანილებს ვერა, მაგრამ ცეცხლსასროლ იარაღს მიაგნეს.

ცნობისათვის-პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.

გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე, დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights