გურიის მოამბე

ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ირაკლი სალუქვაძე დაინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ირაკლი სალუქვაძე დაინიშნა.

​ახალი დირექტორი კომპანიის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ, მოადგილეებთან ბექა ჩხიკვიშვილთან და გურამ გოლიაძესთან ერთად წარუდგინა.

​პაატა კუნჭულიამ ირაკლი სალუქვაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და თანამშრომლებთან აღნიშნა, რომ მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებით.

მერმა ხაზი გაუსვა ახალი ხელმძღვანელის პროფესიონალიზმსა და ხედვას, რაც მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სისტემის განვითარებასა და მოქალაქეებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights