გურიის მოამბე

სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა – მდინარაძის ხელფასი 15 945 ლარი გახდა

„ოცნების“ მთავრობამ გამოსცა დადგენილება #41, რომლითაც პირველი თებერვლიდან სუსში ხელფასები კიდევ გაიზარდა. გაიზარდა როგორც თანამდებობრივი, ასევე წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები. კობახიძის ხელმოწერით სუს-ში ხელფასები დაახლოებით ერთი თვის წინაც გაიზარდა – 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით.

ახალი, 2026 წლის 4 თებერვლის დადგენილებით სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის ხელფასი პირველი თებერვლიდან ჯამში 15 945 ლარი იქნება [აქედან 15 690 თანამდებობრივი სარგოა, 255 ლარი კი წოდებრივი].

იანვარში კი მდინარაძის ხელფასი 15 170 ლარი იყო [14 940 ლარი თანამდებობრივი და 230 ლარი წოდებრივი სარგო].

მამუკა მდინარაძის, როგორც სუს-ის უფროსის თანამდებობრივი სარგო გასულ წელთან შედარებით 2 110 ლარით გაიზარდა.

სუსის უფროსის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია მის წოდებაზე. მაგალითად, 4 თებერვლის დადგენილებით, სუს-ში თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი წოდების მქონე უფროსისთვის არის 15 690 ლარი, ხოლო იგივე განაკვეთი წოდების არმქონე უფროსისთვის 14 340 ლარი.

თანამდებობრივი სარგო სუს-ში 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, 2025 წლის 26 ოქტომბერს ვადამდე მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის წოდება. მანამდე კი, 3 სექტემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის, 23 ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის, 25 ოქტომბერს კი – კაპიტნის წოდება მიანიჭა.

მაიორის წოდებით მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში არსებული საშუალო სპეციალური წოდებიდან უფროს სპეციალურ წოდებაზე გადაინაცვლა.

წოდებრივი სარგო სუს-ში 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights