გურიის მოამბე

ანა ნაცვლიშვილი-ოჯახები გააუქმეთო ეგ კი არ წერია, ქოცო, პირიქით – ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით საყვარლებთან და ფლამინგოებთან გრიალი გააჩერეთო

პაპუაშვილს ვუსმენდი – ეუთოს დასკვნის დაკნინებას ცდილობს ძალიან უგერგილოდ (ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დასკვნის).
რამე ისეთი მაინც თქვით, ცოტა აზრი რომ ჰქონდეს:
– მთავარ ექსპერტსო საქართველოსთან რამე კავშირი არ ჰქონდაო –
კავშირი კი არა, “პრეზიდენტად” დააყენეთ კაცი, რომელმაც ქართული სიტყვების კი არა – ასოების კითხვა არ იცის! კევიღლაჭუნა და ჩაძინებულ “დეპუტატებზე” რომ აღარა ვთქვათ. მაგათი კავშირი ხომ მოგწონთ საქართველოსთან?!
სინამდვილეში, ე.ი. ისე სუფთაა ეს ექსპერტი, მიუკერძოებელი, ვერ მოუძებნეს კომპრომატი და გამწარებული არიან!
– ქართულ პოლიტიკურ პროცესსო თუ ლანდშაპტსო არ იცნობენო.
პოლიტიკური ექსპერტიზისთვის არ არის ეგ მისია მოვლენილი, სამართლებრივ შეფასებას აკეთებს. ხოლო სამართლის კრიტერიუმებით- ხალხის წამება, გაზით დაწამვლა, ციხეებში გამომწყვდევა რომ დანაშაულია, თან საყოველთაოდ აღიარებული დანაშაული, მაგას არ სჭირდება თქვენს დანიშნულ “პარლამენტარებში” და მათ ვაი პროცესში გარკვევა, ეგ ყველა ქვეყანაში დანაშაულია!
– სწრაფად დაწერესო – ამაზე უკვე ძნელია სიცილი შეიკავო, ამას ამბობს იმ “ცეხის” “პრარაბი”, რომელიც ყოველდღე კანონებს (!) უშვებს, ყოველგვარი, თუნდაც მოჩვენებითი საკონსულტაციო თუ სადისკუსიური პროცესის გარეშე.
კიდევ რაღაც იბოდიალა, აღარ მკითხოთ.
დასკვნა ძალიან, ძალიან მძიმეა და არ იციან, რა ისაშველონ, ამიტომ შეეცდებიან მის კრიტიკას და არდათანხმებას.
არაუშავს, შალვა, თქვენ თუ არ დაეთანხმებით ამ დასკვნას, დამნაშავე იშვიათად ეთანხმება განაჩენს, მაგრამ უწევს მისით ცხოვრება!
მოთხოვნილია, რომ გაუქმდეს ქოცთა “კანონი ოჯახურ ღირებულებებზე”.
ოჯახები გააუქმეთო ეგ კი არ წერია, ქოცო, პირიქით – ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით საყვარლებთან და ფლამინგოებთან გრიალი გააჩერეთო. ოჯახი, თანადგომა, სოლიდარობა და ერთგულება – კიო, წამება, ბავშვების დაწიოკება და დედის თვალწინ შვილის ცემა – არაო!
წერს ყოფილი პარლამენტრაი-ანა ნაცვლიშვილი-სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights