ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, “ჩაბიას ტახტი” ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებაში აღმოჩნდა და ეს უკანასკნელი მას, დიდი ალბათობით, მალავს.
“ჩაბიას ტახტი” ს შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ერთი ვერსიით, ის წარმართული ეპოქიდან მოდის და კერპმთაყვანისმცემლობის დროს მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩასატარებლად გამოიყენებოდა.
მეორე ვერსია ვიკიპედიდან შესაძლოა ამოვიკითხოთ-“ქვის მაგიდა – ჩაბიას ტახტი, ცნობილია მე-19 საუკუნიდან, მაგრამ უფრო ძველი უნდა იყოს. მას ძველი წარწერა აქვს. მაგიდა მდებარეობს კერძო ეზოში, სოფლის ცენტრიდან არც ისე შორს.სანახავად შესვლა თავისუფალია .
დიმიტრი ბაქრაძეს, რომელმაც ჭანიეთი და ქაქუთი 1873 წელს მოინახულა, აღწერილი აქვს მასიური ქვის ფილა, „ჩაბიას ტახტი“. ქვის ფილა ეყრდნობა მიწაში ჩასობილ ოთხ დაბალ ქვის სვეტს. მასზე შემორჩენილია წარწერა „ეს ქ..ე….ყენა გგი ჩაბია. შე.ნდე ღმთო“ (ეს ქვა დააყენა გიორგი ჩაბიამ, შეუნდე ღმერთო). მინდორს, სადაც ეს ქვა დგას, ჩაბიასეულს ეძახიან. ეს გვარი გურიაში ბაქრაძის მოგზაურობის დროს უკვე არ ფიქსირდებოდა” -ეს ამონაწერია http://wikimapia.org/ დან.
მიწა, რომელზედაც “ჩაბიას ტახტია” განთავსებული, საჯარო რეესტრის მიხედვით ზვიად შავიშვილს (ვანო ჩხარტიშვილის ახლო ნათესავი) ეკუთვნის, თუმცა, ადგილობრივების მტკიცებით, ის დე ფაქტო ოლიგარქ ჩხარტიშვილის საკუთრებაა და მას ის ხშირად სტუმრობს, მის დასთან, მარინა ჩხარტიშვილთან ერთად.
რაც შეეხება დამალვას-დღემდე-“ჩაბიას ტახტი” კულტურული მემკვიდრეობის პორტალშიც კი არ არის შეტანილი, სადაც ლამის, საქართველოში არსებულ, ყველა ქვის ნატეხზე მოიპოვებ ინფორმაციას და მოიცავს ინფორმაციას ისტორიული დასახლებების, ციხე-სიმაგრეების, ტრადიციული თუ ქალაქური ტიპის ნაგებობების , ბაღ-პარკების, მემორიალური, არქეოლოგიური, საინჟინრო, რელიგიური სახეობა/ფუნქციის მქონე და სხვა ობიექტების შესახებ.
ასევე – სტატუსის გარეშე – კულტუტული მემკვიდრეობის ძეგლთან მისვლა, რბილად რომ ვთქვათ- შეზღუდულია, მასზე ინფრმაცია კი – ფაქტობრივად ტაბუდადებულია.








