“სრულიად ვეთანხმები ბატონ პრიგოჟინის მოსაზრებას სუროვიკინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ევგენი ვიქტოროვიჩმა ძალიან ზუსტად აღნიშნა, რომ სუროვიკინმა გადაარჩინა ათასი ჯარისკაცი, რომელიც რეალურ გარემოცვაში იმყოფებოდნენ.
ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონის შემდეგ, გენერალმა სუროვიკინმა გააკეთა რთული, მაგრამ სწორი არჩევანი უაზრო მსხვერპლსა და ხმამაღალ განცხადებებს შორის და ჯარისკაცების ფასდაუდებელი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
ხერსონი ძალიან რთული ტერიტორიაა საბრძოლო მასალის სტაბილური რეგულარული მომარაგებისა და ძლიერი, საიმედო უკანა მხარის ფორმირების შესაძლებლობის გარეშე. რატომ არ გაკეთდა ეს სპეცოპერაციის პირველივე დღიდან? – ეს სხვა კითხვაა, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში გენერალი გონივრულად და შორსმჭვრეტელად მოიქცა – მან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა და გადაჯგუფების ბრძანება გასცა.
ასე რომ, ხერსონის “ჩაბარებაზე” ლაპარაკი ზედმეტია. აბარებენ ჯარისკაცებით, სუროვიკინმა კი, ჯარისკაცებიც გადაარჩინა და სტრატეგიულად მეტად ხელსაყრელ, უსაფრთხო პოზიციასაც დაიკავებს”
– წერს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დღეს ხერსონიდან რუსული არმიის გაყვანის ბრძანება გასცა.