გურიის მოამბე

ირაკლი ღარიბაშვილი – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ირაკლი ღარიბაშვილი-“სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას!”
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე განცხადება ქვეყნდება:
„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ – წერს პატიმარი ექს-პრემიერი გავრცელებულ განცხადებაში.
🔻ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში კი ვკითხულობთ: „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.
ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:
1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.
2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო.“
🔻ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი 2025 წლის 24 ოქტომბერს წარედგინა, გამოძიების ცნობით, ექსპრემიერი თანამდებობაზე ყოფნისას კანონსაწინააღმდეგოდ, ფარულად ეწეოდა სამეწარმეო და ბიზნეს საქმიანობას, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. 2026 წლის 12 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ღარიბაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ის სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights