გურიის მოამბე

განათლების მინისტრმა საკუთარი სახლის მშენებლობა საბავშვო ბაღში დაიწყო

ადგილობრივების ინფორმაციით,ლანჩხუთის ერთ ერთ სოფელში, საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო შეწყვიტა, რომ განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე, ამ სოფლის ბაღის შენობაში საცხოვრებელ სახლს იშენებს;

ამ ტერიტორიაზე კი დაწყებითი სკოლაც იყო… ისიც თავისთავად არარ ფუნქციონირებს…

მომხდარზე ინფორმაციას, აგილობრივი ოპოზიციის ლიდერი, კახა ასკურავა ავრცელებს;

როგორც სოფელ არჩეულიდან გვატყობინებენ, განათლების მინისტრს, მშობლიურ ლანჩხუთში, სოფელ არჩეულში სახლის მშენებლობა დაუწყია;
ეს არ არის მთავარი; ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეა ბოლო ბოლო და რა მოხდა თუ თავის მშობლიურ სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის მეზობლად სახლს აიშენებს..
მაგრამ.. სახლს მინისტრი აშენებს სოფლის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, მაგრამ არც ესაა მთავარი..
სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც ადგილობრივები გვიმტკცებენ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე-რომელიც ადგა და … პირდაპირ მიისაკუთრა… ეტყობა ლანჩხუთის მერმა უთხრა:”შენ “ლიშბი” დეიწყე და “ზაბუთებს” გზაში დაგაწევო…”
ამ დროს სოფელში საბავშვო ბაღღმა, ისევე როგორც სკოლამ, ფუქნციონირება,შეწყვიტა და ბავშვები მშობლებს მეზობელ სოფლებში დაჰყავთ…

მომხდარს ადგილობრივი ოპოზიციის ლიერი, კახა ასკურავა, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს:

“ეს ვიდეო ჩემთვის სრულიად უცხო პირმა ჩამიგდო და როგორც გავარკვიე,იმ ახალი სახლის მშენებლობა რომელიც ჩანს კადრში, გივი მიქანაძეს წამოუწყია სოფ.არჩეულში,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

არაფერი ცუდი,ამ დაცლის პირას მყოფ სოფლებში,მაგრამ ერთი საინტერსო რამ ჩანს ამავე კადრში და შესაძლოა ბ-ნ მიქანაძემ არ იცოდეს და არც უთხრეს,რომ ზუსტად მის გვერდით(მეცეცხლურად)რომ შენობა დგას,იქ იყო წლეეების განმავლობაში სოფ.არჩეულის დაწყებით სკოლა,სადაც ბავშვებს მთელი რუდუნებით და სიყვარულით უსაყვარლესი ზოია ტუღუში ასწავლოდა და ეს სკოლა დაახლოებით ოთხი წლის უკან დახურეს და შესაბამისად, ის შენობაც უპატრონოდ და უფუნქციოდ დარჩა.განათლების მინისტრი ჰქვია მაინც
ასევე,ამ სოფელშივე არის ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმი,რომლის საგამოფენო დარბაზიც, სდაც უნიკალური ნახატები და სხვა სამუზეუმო ექსპონატები გახიზნულია იქედან.რადგან,საგამოფენო დარბაზი ვერანაირ ნორმებს ვეღარ აკმაყოფილებდა და მათივე უსაფრთხოების გამო იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება
ვერ და ვერ მივაღწიეთ, მთელი 14 წლის განმავლობაში, რაც ადგილობრივ საკრებულოში ვიყავით,ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხები გამოყოფას,ისე წამოვედით იქედან…
ეგნატე ნინოშვილის სახლმუზეუმია და განათლების მინისტრი ჰქვია ისე…
და ბოლოს,თუ კიდე რამ დააინტესებს ადგილობრივი ხელისუფლება ბევრს არაფერს ეტყვის,შეუძლია დამიკავშირდეს,მხოლოდ და მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საუკეთესო ინტერსებიდან გამომდინარე,თორემ მე მასთან და მის ე.წ ხელისუფლებასთან არაფერი საქმე არ მაქვს!
პ.ს ჰო,ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე ჰქვია მაინც
პ.ს.ს როგორც ახლა მატყობინებენ, მიწა რომელზეც გივი მიქანაძის სახლის მშენებლობა აქვს წამოწყებული, ამ წუთასაც არის სახელმწიფო საკუთრება,სადაც მანამდე ბაგა-ბაღი იყო განთავსეული
საინტერსეოა რაა იცით?
სახლის მშენებლობას არავინ ეწინააღმდეგება,მაგრამ ჩვეულებრივმა ლანჩხუთელმა რომ მოინდომოს სხლის აშენება და სახელმწიფო მიწაზე წამოიწყოს,ზედამხედველობის სამსახური დააჯარიმებს თუ არა ეგრევე და თუ კი,ბ-ნ მიქანაძეზე თუ გავრცელდა იგივე სანქცია?!
ველოდები პასუხს!”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights