ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ჟვანია ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით 2020 წლის აგვისტოში დააკავეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟვანია შეფარდებული 3 წლიდან ნახევარს ციხეში გაატარებს, ნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.
გოგი თოფაძის შვილიშვილი 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს, იმავე დღეს დაჭრის ბრალდებით ბუსა ჟვანია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟვანიამ თოფაძეს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.