“ოცნების” ტრაგედია ისაა, რასაც გმობდნენ იმაზე უარესს აკეთებენ – პაატა ბურჭულაძე

ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ “ქართული ოცნების” ტრაგედიაა, რომ რასაც გმობდნენ იმაზე უარესს აკეთებენ. ის წულუკიანს ეკითხება, ეამაყაება თუ არა ფონდ “იავნანას” ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაცია.

“მთელი ქართული ოცნების ტრაგედიაც ხომ ეს არის, რასაც გმობდნენ იმაზე უარესს აკეთებენ, საკუთარ თვალში სპილოს დანახვა არ უნდათ და ისევ „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ფიქრობენ თავის გატანას. თეა წულუკიანთან, აწ უკვე კულტურის მინისტრთან მაქვს ერთი შეკითხვა – იმ ხელისუფლების ნაცვლად სცხვენოდა და ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ჩემი და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული დისკრედიტაცია ეამაყება? არც იუსტიციის მინისტრის რანგში გაუკეთებია ამდენი წლის მანძილზე ერთი განცხადება მაინც ამ მართლაც უკიდურესად სამარცხვინო და ქვეყნისთვის მავნებლური საქმის შესახებ.

პირიქით, ამ ბოროტმოქმედების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის Postv-ის წამახალისებლად მოგვევლინა და პროტესტის ნაცვლად, ექსკლუზიურად ესტუმრა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ერთი ბატონის მსახურებამ ის გადაცემის წამყვანის დონემდე დაიყვანა”, – წერს პაატა ბურჭულაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share