541 ათასი სოციალურად დაუცველი – საქართველოში სიღატაკე ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი მოქალაქეების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტრო  541 ათას ადამიანს სოციალურ შემწეობას უხდის, თუმცა რიგში კიდევ უამრავი ადამიანია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 100 ათასით გაიზარდა.

ეკონომისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი თქმით, ის თანხები, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის არის განსაზღვრული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადის, სახელომწიფო ბიუჯეტი კი ვალით ივსება.

წლების ტენდეცია გვაქვს, როდესაც საქართველოში სიღარიბე იზრდება და ეს პანდემიამ განსაკუთრებით მძაფრად გამოაჩინა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. ეკონომიკური ზრდა როცა უარყოფითია , ამას მოჰყვება ადამიანების გაღარიბება, უმუშევრდად დარჩენა და ეს საბოლოო ჯამში გვაძლევს უარყოფით შედეგებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთის, რადგან 83 ათასით გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღები ნიშნავსა, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი უნდა დახარჯოს ამ ადამაინების დახმარებისთვის. როდესაც სოციალურ დახმარებებს ვზრდით ისე, რომ არ გვეზრდება ეკონომიკა, ეს როგორც წესი, ხდება ვალის ხარჯზე ად ბიუჯეტის დეფიციტის ხარჯზე, რაც მომავალში კიდევ დამატებით გამოიწვევს ფისკალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე.

ოპოზიცია ეკონომიკურ კრიზისზე პასუხსმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სიღარიბის ზრდის მთავარ მიზეზად ეკონომიკის გაჩერებას ასახელებს. მისი თქმით, ხელისუფლება ბიუჯეტის თანხას არამიზნობრივად ხარჯავს.

ქვეყანა ჩავარდნილია უკიდურეს სიღარიბეში. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეკონომიკა არ მუშაობს და ნუ გადააბრალებენ პადემიას. პანდემიამდე იყო უმუშევრობა გაზრდილი, გარბოდა ხალხი საქართველოდან და დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი არის ასევე, მსურველი, რომ მიიღოს სოციაური დახმარება, ვინაიდან სხვანაირად თავის გატანა არ შეუძლიათ. ბიუჯეტი იხარჯება ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესების პროექტებზე, იხარჯება კორუფცილუად, – აცხადებს რომან გოცირიძე.

მმართველი გუნდი კი შექმნილ კრიზისს პანდემიას აბრალებს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიროგი ვოლსკი ამბობს, რომ მსოფლიო უბედურებას ვირუსის სახით ემატება კონკრეტუილ პატრიების დესტრუქციული სტრატეგიაც, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს.

მთელი მსოფლიო არის შეძრული პანდემიით და საკმაოდ მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვვეყნები განიცდიან სერიოზულ პრობლმებს. ამ ვიტარებაში რასაკვირველია, არც სამუშაო ადგილების დაკარგვაა უცხო ჩვენი ქვეყნისთვის.უბედურება დაატყდა მშოფლიოს თავს. ამას ემატება უსაფრთხოების საკითხები, ამას ემატება ოკუპაცია, ამას ემატება სერიოზული დესტრუქციული სტრატეგია, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული პარტიები, რომ კიდევ უფრო მეტად დააზიანონ სატუაცია, რომ ინვესტიციას შეუმნანა პრობლემები ქვეყანაში შემოსვლის, ტურიზმს შეუქმნან პრობლემები და მეტსაც გეტყვით, ჯანმრთელობის დაცვასაც შეუქმნანა პრობლემები, – ამბობს ვოლსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share