„მათ ეს კომუნიკაცია სიტყვა-სიტყვით აღიარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე თუ შესცდებოდნენ არ მეგონა, მაგრამ ფაქტია, რომ წამოსცდათ,“- ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტისა და ენმ-ს წევრის დიალოგის შესახებ განაცხადა.
„აღიარეს ის საუბარი თავისი დეტალური შინაარსით, რომელიც მათ შორის გაიმართა. მინდა მათ ორი რჩევა მივცე. პირველი რჩევა, როდესაც საუბრობენ ტელეფონზე, ყურთან მიიდონ, ნუ დაიზარებენ. მეორე, ინფორმაციის გამტანი ეძებონ იმ 3 კაცში, რომლებიც მათ ძალიან ახლობლებად მიაჩნიათ”, – განაცხადა კობახიძემ.